საწვავის გაძვირების გამო, ზოგიერთი მიმართულებით უახლოეს პერიოდში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდება. ბაზარზე მომუშავე კომპანიების ნაწილი ფასის ზრდას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აანონსებს.
კომპანია „ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი საუბრისას აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა, მგზავრობის ტარიფი საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.
„საწვავის გაძვირება იწვევს ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასაც, რაც გულისხმობს კომპანიისთვის ირიბი ხარჯების მატებას. ეს არის შეკეთება, ავტონაწილების იმპორტი, იგივე თანამშრომლების გადაადგილების ხარჯი, რაც ბუნებრივად იწვევს ჯამში ფასების დაკორექტირებას. თუ ფასი დაბლა არ წამოვიდა და თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნდა, არათუ გაიზარდა, ჩვენ მოგვიწევს ფასის 15-20%-ით გაზრდა. საწვავის ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენთვის მოიმატა 35%-ით, ამიტომ ამ ყველაფერს რომ მარტივად გავუძლოთ, უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობთ, რომ ეს ასახვა უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გვექნება“, – განაცხადა კაბულაშვილმა.
ტარიფების გადახედვის მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავთ მძღოლებს „დიდუბის ავტოსადგურისთვის.“ ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ საკითხი გათვალისწინებული მხოლოდ მათი მიმართვის შემთხვევაში იქნება.
„ჩვენ ჯერ ფასები არ გაგვიზრდია. ჩვენ მგზავრთგადამყვანი ოპერატორების, მანქანის მეპატრონეების, ინდმეწარმეების და აღრიცხვაზე მყოფი პირების მომსახურებას ვეწევით, ფასების გაზრდა და შემცირება მათი პრეროგატივაა. თუ ისინი გარკვეულ ეტაპზე ითხოვენ ფასების გაზრდას და მოგვმართავენ, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს. თუ იქნება საფუძვლიანი, შეიძლება განვაახლოთ მათთან ხელშეკრულებები.
ჩვენი მძღოლები არ ზრდიან ფასების არაჯანსაღი კონკურენციის გამო. ისინი იძულებულები არიან სერვისი გააუმჯობესონ ისე, რომ ფასები არ გაზარდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად ბევრი აღურიცხავი ტრანსპორტია ყველა მიმართულებით, რომ მათთან კონკურენცია გვიჭირს“, – უთხრა „საქმიან დილას“ მიქატაძემ.
წყარო: business MEDIA
მსგავსი სტატიები
- 45რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 44ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 4328 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 40"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 40საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…