ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ლანჩხუთში სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნენ.
,,უხვმა ნალექმა ისევ შეუქმნა პრობლემები გურიის რეგიონს. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა მილხიდები. ისევ განვითარდა გარკვეულ სოფლებში მეწყრული პროცესები სამწუხაროდ. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამივე მუნიციპალიტეტში ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში, არის გარკვეული ადგილები, სადაც დაზიანდა გაზმომარაგების მილები და მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კომუნიკაციების აღდგენა. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი მუნიციპალიტეტებშიც და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც, ასევე, სამწუხაროდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორეთში დროებითი გადასასვლელი ისევ დააზიანა უხვმა ნალექმა, ხიდის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, რაც შეეხება დროებით გადასასვლელს, როგორც კი ამინდი მოგვცემს ამის შესაძლებლობას, აუცილებლად მოხდება მისი აღდგენა. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოქალაქეებთან, სამწუხაროდ, ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა სასაფლაოს კედელი, რომელიც, ასევე, მყისიერად იქნება აღდგენილი როგორც კი ამინდი ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, _ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მსგავსი სტატიები
- 64ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ლანჩხუთში სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნენ. „უხვმა ნალექმა ისევ შეუქმნა პრობლემები გურიის რეგიონს. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა მილხიდები. ისევ განვითარდა გარკვეულ სოფლებში მეწყრული…
- 62დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 60მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
- 541-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…
- 53წარმოშობით ლიხაურელი, თამარ რუსეიშვილი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, სწავლის სრული დაფინანსებით და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით. თამარის შესახებ ინფორმაცია მარინა რუსიეშვილმა მოგვაწოდა. თამარის ბაბუა ანგელატ რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან იყო. შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. თბილისში. თამარმა წარმატებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის #22…