შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა სტიქიის გამო დაზარალებულებს დახმარება უმოკლეს ვადებში გაეწიოთ.
„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე, დავეხმარებით ყველა იმ ოჯახს, რომლებიც სტიქიამ დააზარალა,“ – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 52დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 44საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 43"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 42ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 408 სექტემბრის სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახების საკითხი განიხილეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გეოლოგების მიერ შესრულებული სამუშაოები და მიმდინარე პროცესები…