ისტორიული ძეგლი ,,ნასაყდრალი’’ მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუნჯუათში, (მაჩხვარეთის თემი) რომელიც ლანჩხუთს ესაზღვრება დასავლე-თით.იგი მოქცეულია სოფლების : ჯუნეწერის, ორაგვისა და მაჩხვარეთის შუაგულში.   ,,ნასაყდრალი“  სამების მთაშია ჩაძირული. ამ ადგილის შესახებ არცერთ ისტორიულ წყაროში არ არის მითითებული. უნდა აღინიშნოს , რომ ნასაყდრალი იმდენად ძველი ძეგლია, იქაური მოსახლეობისათვის გადმოცემითაც არ არის ცნობილი მისი უძველესი სახელწოდების შესახებ . სახელი ,,ნასაყდრალი“ მხოლოდ გვიან პერიოდ-ში არის შერქმეული,მას შემდეგ, რაც ეს კომპლექსი ჩამოიქცა და ნასაყდრალად იქცა.

სანამ მექნებოდა ბედნიერება აღნიშნული ადგილის ხილვის,მანამ ჩემს წარმოსახვა-ში,,ნასაყდრალი“ იყო პატარა ზომის საყდრის ნანგრევები, მაგრამ იქ ნანახმა  მოლო-დინს გადააჭარბა. ჩემს თვალწინ გადაიშალა საოცრად თვალწარმტაცი ხედი,ციხე-სა-ლოცავის ნანგრევები, დიდი ზომის ორმაგ გალავან შემოვლებული ციხის თაღოვანი შესასვლელი შიდა  სალოცავით, რომელიც ჩახერგილია ნანგრევების თლილი ლო- დებით. მათგან ერთ-ერთი არის ორი მეტრის სიგრძის  ქვა, სიმაღლე  60 სმ.ია. ზედ გამოკვეთილია ოვალური ფორმის მსხვილი რელიეფური ხაზი,რომლის შუა ნაწილ-ში გამოსახულია, ასევე რელიეფური, მოგრძო ფორმის ჯვარი.ირგვლივ, გალავნის შემოგარენი, დაახლოებით, 100 მეტრის დიამეტრისაა. გალავანში და გალავნის გარე-თა ეზოში მრავლადაა ჩაფლული მიწით სავსე პირგადაშლილი ქვევრი, რამდენიმე მათგანი ადგილობრივ მოსახლეს ამოუღია კიდეც, სიდიდით 30-40 ფუტის ტევადობით.

აქ მცხოვრებთა წინაპრების გადმოცემით, ციხე ,,ნასაყდრალი“  მე-12 საუკუნის ძეგლად უნდა ითვლებოდეს.სავარაუდოა,რომ ეს ადგილი ეკუთვნოდა იმ ავბედით დროს, როცა  მტრის შემოსევებისაგან შევიწროვებული ხალხი ძნელად მისასვლელ ციხე-სამალავებს აფარებდა თავს. ეს დიდი ზომის ქვევრებიც სანოვაგის შესანახად გამოიყენებოდა.   როგორც ჩანს, ციხე-სიმაგრეში სართულები ერთმანეთს უკავშირ-დებოდა ქვის კიბეებით,რომლებიც დროთა განმავლობაში  საუკუნეთა სიმძიმეს დაუნგრევია და სალოცავის შუაგულში ჩაუხერგავს.

გალავნის გარეთ, მთის ჩაყოლებაზე დგას თლილი ქვით ნაშენი წისქვილის ნაშთი. აქვეა ცივი წყაროც . სავარაუდოდ, ეს წისქვილიც ამ ციხის საკუთრებას წარმოადგენდა.

ყოველივე აქ ნანახი მეტად საინტერესოა. ერთი შეხედვით კარგად ჩანს ,რომ საქმე გვაქვს შუა საუკუნეების ფეოდალური ხანის ძეგლთან, რასაც სათანადო მეცნიერული კვლევა-ძიება სჭირდება.

აქვე, უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატის შესახებ. ეს გახლავთ ბრინჯაოს ბერძნულ-რომაული სტილის მუზარადი,რომელიც1982 წელს  სრულიად შემთხვევით იპოვა იქაურმა მცხოვრებმა და გადმოსცა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. ამჟამად მუზარადი მუზეუმის ექსპოზიციაშია წარმოდგენილი. იგი მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იშვიათ და უნიკალურ მონაპოვარს და თარიღდენა ძვ.წ. მე 5 საუკუნით.საფიქრებელია, მუზარადს რაიმე კავშირიც კი ჰქონ-დეს ,,ნასაყრდრალთან.“

აუცილებელია აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა, რადგანაც, შესაძლოა ამ ადგილებში კიდევ არსებობდეს უძველესი პერიოდის რაიმე საინტე-რესო ნივთი.

დღეს ,როცა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმია მიჩნეული, ვფიქრობ,  ,,ნასაყდრალი“  ამ მხრივ მნიშვნელოვანი და საამაყოა  მხარის ისტორიისათვის.

 

            ლალი რამიშვილი,

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის                                                                              

მეცნიერ თანამშრომელი

გაზეთი „ალიონი“, #26, 14 ნოემბერი, 2023 წ.

მსგავსი სტატიები

  • 64
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 52
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 51
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…