“როცა ვამბობ, ეკოლოგიურად სუფთა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნახშირზე შემწვარი მწვადი არ არის ჯანმრთელობისათვის საშიში. მწვადის შესაწვავად ნახშირს რომ საბერველი დასჭირდება ის ნახშირი არ არის. დააკვირდით, საბერველის დროს როგორ ისრუტავს მწვადი უამრავ მტვერს და ნაცარს, ასევე მნიშვნელოვანია ნახშირის ხარისხიც თავად ხორცთან-სამწვადესთან მიმართებაში, ცუდი ხის ნახშირი წვისას გაზებს გამოჰყოფს, რომელიც მწვადში შედის. გქონიათ შემთხვევა, მაყალზე შემწვარი მწვადი მიგირთმევიათ და კისერში რაღაც დამწვრის მაგვარი გიგრძვნიათ? სწორედ ეს არის უხარისხო ხის ნახშირი, რომელიც გაზებს გამოჰყოფს და ჯანმრთელობისათვის საშიშია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ნახშირი ჯანმრთელობისათვის არის უნიკალური” – ნუგზარ ვაშალომიძე ფერმერი.

 

 

“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი”

ლადო მენაბდე „გურიის მოამბე“

ნუგზარ ვაშალომიძე სპეციალობით ავტოინჟინერია, ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში ცხოვრობს, წლების განმავლობაში თავისი სპეციალობით მუშაობდა, თუმცა საბჭოთა კავშირის ნგრევამ ის, როგორც მისი თანასოფლელი ათეულობით ადამიანი უმუშევარი დატოვა და ცხოვრებამაც ეს ადამიანები სერიოზული არჩევანის წინაშე დააყენა.

„გურიის მოამბე“ ბახველ ფერმერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ეწვია, სადაც მას „ხის ნახშირის“ საწარმო აქვს აშენებული. ნუგზარ ვაშალომიძე მოგვიყვა, თუ როგორ გაუჩნდა იდეა და შემდეგ როგორ განახორციელე ის. თუ როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე.

 

„2000 წლების მეორე ნახევარში სერიოზული არჩევანის წინაშე დავდექი, საჭირო იყო რაღაც მიმართულებით გადაწყვეტილება მიმეღო. სიმართლე გითხრათ, საზღვარგარეთ წასვლა ოჯახური ინტერესებიდან გამომდინარე ნამდვილად არ მინდოდა და ვფიქრობდი ადგილზე, სოფელში, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც უზრუნველყოფდა ჩემს ოჯახს ფინანსურად და მექნებოდა სტაბილური, კონკურენტუნარიანი ბიზნესი, გვიყვება ბატონი ნუგზარი და დეტალურად იხსენებს იმ გზას, რომელიც მან 2011 წლიდან, საამქროს დაარსებიდან, დღემდე განვლო.

 

„ჩემი მეგობარი, აღმოსავლეთ საქართველოდან, ახორციელებდა ხის ნახშირის დისტრიბუციას. გავარკვიე რომ დასავლეთ საქართველოში მსგავსი ქარხანა არ იყო, ბაზარზე კი მოთხოვნა არსებობდა.  გადავწყვიტე, ამ სფეროში დამეწყო საქმიანობა, რადგან ნედლეულის, კონკრეტულად კი ხის პრობლემა, რომელიც აუცილებელია ამ ტიპის პროდუქციის წარმოებისათვის, ადვილად მოგვარებადია ჩვენს მხარეში.  მოკლედ, მივიღე გადაწყვეტილება და სრული ინფორმაციის მიღების, გამოცდილების შეძენისა და ცოდნის დაუფლების მიზნით წავედი აღმოსავლეთში, კერძოდ საგარეჯოში, სადაც ეს ქარხანაა და 20 დღის განმავლობაში ვიღებდი ცოდნას. როცა ჩამოვედი, ჩემი აღმოსავლელი კოლეგების ბიზნესში რამდენიმე ცვლილება შევიტანე. პირველი – მათი ქარხანა იყო ღია ცის ქვეშ და მხოლოდ ზაფხულში შეეძლო ფუნქციონირება, მე ქარხანა გავაკეთე დახურულ სივრცეში და მუშაობა მთელი წლის განმავლობაში შემიძლია, თავისთავად არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოვიპოვე ნებართვები, მსგავსი ტიპის პროდუქციის წარმოებაზე. ჩემი ქარხსნის წარმადობა თვეში ორიდან სამ ტონამდე ხის ნახშირის წარმოებაა. მუშაობს ორი ღუმელი, თითოეული 700 კგ ტევადობით. რაც შეეხება მოთხოვნილებას, გეტყვით რომ საკმარისია. მოგეხსენებათ, გარკვეულ ბიზნესს აქვს თავისი სეზონი, ხის ნახშირზე მოთხოვნაც ძირითადად ზაფხულში, ტურისტული სეზონის დადგომისთანავე მოდის.

 

პროდუქციისათვის მე ელექტროენერგია არ მჭირდება, ძირითადი ნედლეულია შეშა. ერთი კუბური მეტრი შეშისაგან მე ვიღებ 100 კილოგრამ ნახშირს, მაქვს ორი ღუმელი, რომლის გასახურებლადაც, როცა მას შევავსებ შეშით, ვიყენებ თხილის ნაჭუჭს. გამოწვის პროცესში ტემპერატურა 180 გრადუსს აღწევს, ორივე ღუმელი ერთობლივად 6 კუბურ მეტრს იტევს, ანუ ერთი პროცედურის შემდეგ, რომელიც 5 დღე გრძელდება, მე ვიღებ დაახლოებით 700 – 750 კილოგრამ ხის ნახშირს.

პროცესს – ღუმელიდან ხის ნახშირის მიღებას – 60 საათი სჭირდება, კიდევ ერთი ამდენი სჭირდება მომზადებას შემდეგი პროცესის დასაწყებად.

 

ქარხანას ყოველთვიურად შეუძლია სამიდან სამტონანახევრამდე პროდუქციის წარმოება.

რაც მთავარია ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

 

მე ვამზადებ ნახშირს წიფელასაგან, რადგან ეს არის უმაღლესი ხარისხის, ამას მხოლოდ რწყავისა და მაჟალოს, ჩვენ რომ „პანტას“ ვეძახით ის ჯობია, თუმცა რწყავი და „პანტა“ ამ რაოდენობით არ არის, არ ვარგა წიწვოვანისაგან მიღებული, ცუდი ხარისხია.

 

ძირითადად ეს ნახშირი გამოიყენება სამწვადედ, ანუ მწვადის შესაწვავად, (ვგულისხმობ მაყალზე დამზადებულ მწვადს) აქედან გამომდინარე ძირითადი მომხმარებლები კვების ობიექტები და პიკნიკური და ექსტრემალური ტურიზმის წარმომადგენლები არიან.

 

როცა ვამბობ ეკოლოგიურად სუფთა, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ნახშირზე შემწვარი მწვადი არ არის ჯანმრთელობისათვის საშიში. მწვადის შესაწვავად ნახშირს რომ საბერველი დასჭირდება ის ნახშირი არ არის, დააკვირდით საბერველის დროს როგორ ისრუტავს მწვადი უამრავ მტვერს და ნაცარს, ასევე მნიშვნელოვანია ნახშირის ხარისხიც თავად ხორცთან-სამწვადესთან მიმართებაში, ცუდი ხის ნახშირი წვისას გაზებს გამოჰყოფს, რომელიც მწვადში შედის. გქონიათ შემთხვევა მაყალზე შემწვარი მწვადი მიგირთმევიათ და კისერში რაღაც დამწვრის მაგვარი გიგრძვნიათ? სწორედ ეს არის უხარისხო ხის ნახშირი, რომელიც გაზებს გამოჰყოფს და ჯანმრთელობისათვის საშიშია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ნახშირი ჯანმრთელობისათვის არის უნიკალური.

 

მეორე საკითხია პროდუქციის შეფუთვა, დისტრიბუცია და ბაზარზე გაყიდვა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ტრანსპორტირების პრობლემა მაქვს, რის გამოც დისტრიბუციას ოპერატიულად ვერ ვახორციელებ, მაგრამ დანარჩენი მოგვარებულია. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ხის ნახშირი, ვფუთავ სპეციალურ ტომრებში, რომელიც ტურისტმა შეიძლება ასევე ნახშირის დასაწვავად გამოიყენოს, ერთ ტომარაში 2-დან 4 კილოგრამამდე ხის ნახშირია და მისი ფასი ადგილზე 9 ლარია. თუ დისტრიბუციას მე განვახორციელებ  მაშინ 10 ლარი.

 

ერთი ტომრისგან, რომლის ღირებულება 9 ლარია, შეგიძლიათ 60 მწვადი შეწვათ, მართალია თუ იცით მწვადის შეწვა, ახლა ბევრი იკითხავს მაგას რა ცოდნა უნდაო, მაგრამ არაა ასე. ნებისმიერი კახელი ჩვენს აქაურ სპეციალისტზე უკეთ შეწვავს მწვადს, მაგრამ თუ არ იცი, შეიძლება ერთი ტომარაც არ გეყოს 5 მწვადის შესაწვავად.

სარიტუალო სახლები, მაგალითად მეუბნებიან, რომ ერთი ტომრიდან 60 მწვადს წვავენ, ახლა კვების ობიექტებზე სხვა სიტუაციაა, ეს რომ წვას იწყებს, არ ჩერდება, აქედან გამომდინარე რაოდენობა დამოკიდებულია იმ  მომენტში შეკვეთაზე.

ხარისხში გარდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა, ის იგულისხმება, ერთხელ რომ გაახურებ ამ ნახშირს, მერე „საბერველი“, „კარდონი“ და ასეთი სისულელეები არ სჭირდება, ეს რომ ნახშირს დასჭირდება, ის ნახშირი აღარაა“ ამბობს მეწარმე.

დღეს ფერმერს ერთი მიზანი აქვს, როგორმე განავითაროს მისი წარმოება, რადგან ბაზარზე მოთხოვნილება უფრო დიდია ვიდრე მისი საამქროს წარმადობა და ამ გზაზე ნუგზარ ვაშალომიძე პარტნიორებს ეძებს.

წარმატებული ფერმერები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 72
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 71
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 63
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 63
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 59
    ქ. ოზურგეთში „ალტ ინფოს“ ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართესავტორი მარი კოძოევი დღეს, ქ. ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა „ალტ ინფოს“ ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნან. ირმა გორდელაძე, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე: _ ჩვენ ვართ ადამიანები რომლებსაც გაგვაჩნია ღირსება, სამშობლოს, ტრადიციების, სარწმუნოების სიყვარული. გვინდა დემოკრატული, მშვიდოებიანი ქვეყანა საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის.…