კალანდა დღეს გურიას ევროკავშირის შვიდი ქვეყნის ელჩი სტუმრობდა. ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ეთნოგრაფიულ მუზეუმში „კალანდის“ დღესასწაულის რიტუალებს დაესწრნენ.
უცხო ქვეყნის ელჩებს ქ. ოზურგეთში, „გობრონიძეების მარანი _ ღვინის სალონი“ უმასპინძლა.
მარინა ჯაფარიძე: _კალანდას (14 იანვრის ღამეს), ევროკავშირის 7 ქვეყნის ელჩს და მათ ოჯახებს უმასპინძლა ჩვენმა ტურისტულმა სივრცემ! სტუმრები გაეცნენ გურული კალანდის ტრადიციებს: ჩიჩილაკის ისტორიას, მეკვლეობის ტრადიციას, მიიღეს მონაწილეობა გურული ჯანჯუხისა და საშობაო ღვეზელის მასტერკლასში, მოისმინეს და ჩვენთან ერთად იმღერეს საშობაო ,,ალილო ” , დააგემოვნეს საოჯახო ღვინოები და ტრადიციული გურული სამზარეულოს კერძები. მადლობა ძვირფას სტუმრებს და ბედნიერი მოღვაწეობა მათ 2024 წელს, ჩვენი ქვრყნის საკეთილდღეოდ! კალანდას გილოცავთ!
_წერს სოციალურ ქსელში იგი.
_წერს სოციალურ ქსელში იგი.
მსგავსი სტატიები
- 76
- 76
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 72
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 70
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი,… - 68
ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 30 ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი მადლობის სიგელებით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა; მათ შორის, ამავე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ლიანა ბაქანიძე.მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ნატალია ხომერიკმა, „საბიბლიოთეკო დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის“ თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვა. მათ მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისათვის.როგორც ბიბლიოთეკარებმა საზეიმო შეხვედრაზე აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია ჯილდოს…
