16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მოხდა.
2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპ მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვმა გაუკეთა.
ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, შვილის ჯანმრთელობის შესახებ სიახლებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას და ამასთან, ექიმებს, რომლებმაც ლაზარეს გადასარჩენად ძალისხმევა არ დაიშურეს, მადლობას უხდის.
ამჯერად, ლიკა ხამათაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ბატონო ალექსი ექიმო!
გმადლობთ თქვენი მგრძნობიარე და პროფესიონალური დამოკიდებულებისთვის, თბილი ატმოსფეროსთვის, რომელიც ცხოვრობს თქვენს განყოფილებაში.
გულით მადლობას გიხდით და გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს და ღირსეულ ჯილდოს თქვენი შრომისთვის!
უამრავი მადლობა ჩემი ლაზარეს სითბოსთვის და მზრუნველობისთვის
მინდა გამოგიხატოთ მადლობა, ბედნიერი ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში, საუკეთესო ექიმს მსოფლიოში. ლაზარეს საყვარელი ალექსი ექიმი, – წერს ლიკა ხამათაშვილი.
წყარო:
მსგავსი სტატიები
- 87
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 82
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 76
- 76
- 74
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში ე.წ „გარადოკის“ დასახლებაში ფინურ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი გ.ბ. ემსხვერპლა. როგორც გვეუბნებიან, ადგილზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა ფინურს ხის სახლს ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და შიგ მყოფი მოქალაქის გადარჩება ვერ შეძლეს.