კალანდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვითა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა!
მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა; ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა. გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები; კულინარიული მასტერკლასი.
ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მსენელის წინაშე ჯგუფ „Reggaeon“ წარსდგა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

მსგავსი სტატიები

  • 82
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 79
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 79
    სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში კალანდას აღნიშნავენძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათიდან გეპატიჟებით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში - #ერთად აღვნიშნოთ კალანდა! 17:00 საათი • ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა 19:00 საათი • ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება; ტრადიციული საკალანდო რიტუალი - აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და…
  • 76
           შობა-კალანდა გურიაში       „ცხოვრებაში დიდი  პოეზია შემოჰქონდა  ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად  ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა  მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა  მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები  ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი  ზედაპირი ალაგ-ალაგ  ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი  და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა  სუროთი,…
  • 76
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…

არ გამოტოვოთ