საქართველო-ესპანეთი 38:3
საქართველო (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე (აბჟანდაძე 62), კვესელაძე, შარიქაძე (თაფლაძე 59), თოდუა, მატკავა, პერანიძე (ალანია 56). (1-8) ახალაძე (მამაიაშვილი 61), კარკაძე (ნიორაძე 62), გიგაშვილი (აფციაური 61), ბაბუნაშვილი, ჭეიშვილი (ქერდიყოშვილი 61), სპანდერაშვილი, ცუცქირიძე (გიორგაძე 64), ჯალაღონია
6ლ: პერანიძე, საჯარიმო, ტაბუცაძე, კვესელაძე, ბაბუნაშვილი, თაფლაძე. 3გ: მატკავა, აბჟანდაძე (2)
მსაჯი: სემ გროუვაითი (შოტლანდია)
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა. ბორჯღალოსნებმა მესამე ტურის მატჩში ავჭალის სარაგბო სტადიონზე ესპანეთი 38:3 დაამარცხეს.
პირდაპირ უნდა ითქვას, პირველი ტაიმი არ გამოვიდა. უპირატესობას კი ვფლობდით, მაგრამ მეტოქის დაცვის დაძლევას და ქულების მოპოვებას ვერაფრით ვახერხებდით. მეტიც, ანგარიში 21-ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმოდან გახსნეს – 3:0.
ანგარიშში დაწინაურება საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოახერხა. მოლით შეტევა ესპანელებმა შეგვიჩერეს. მორკინალების მოკლე დარტყმებით ლელოს მივუახლოვდით და ცხრა ნომერმა თენგიზ პერანიძემ ცრუ მანევრით ბურთი დაამიწა. ლუკა მატკავამ გარდასახა – 7:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნებმა ტემპს უმატეს. ყველა უპირატესობა, შერკინებაში, დერეფანში და უკანა ხაზის სწრაფ თამაშში სრულად გამოიყენეს. მეტოქეს ისე გაუჭირდა, რომ ორჯერ ზედიზედ ყვითელი ბარათი დაიმსახურეს და მოედანზე 13 კაცით დარჩნენ 15-ის წინააღმდეგ.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 31:0 მოიგო. ესპანელებს საკუთარი მონაგარის გაზრდის შანსი არ ქონია. საჯარიმო ლელოს აკაკი ტაბუცაძის, მიხეილ ბაბუნაშვილის, გიორგი კვესელაძისა და დემე თაფლაძის ლელოები მოჰყვა. ორი გარდასახვა თედო აბჟანდაძემ მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ ილია სპანდერაშვილი დაასახელეს. თედო აბჟანდაძემ კი, კარიერაში 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.
ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე დღეს მოგვიანებით გაირკვევა.
მსგავსი სტატიები
- 53ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 53წინაპართა ტრადიციების გაგრძელების ნათელი მაგალითია სოფელ შუხუთში ლელოს თამაში. მას ამ სოფელში უძველესი დროიდან თამაშობენ. თამაშობდნენ ომის დროსაც, იმიტომ რომ ეს თამაში მარტო გართობა არ იყო. ამ თამაშში ჩანს ქართველი კაცის ბუნება, ლელოს გატანა თითოეული მოთამაშისთვის თვითმიზანი კი არ არის, არამედ ლტოლვა თავისუფლებისაკენ- საკუთარი ლელოს გატანისაკენ. ლელოს ოდითგანვე გურიის …
- 52დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა. ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება. ბათუმში თამაში…
- 524 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 52ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…