დღეს, დილით ქ. ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალაქის მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.

ჯერ-ჯერობით  გამოძიებისათვის უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და იმავდროულად რედაქციის ფანჯარაში  პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს.

საბედნიეროს ხანძრის კერა არ გავრცელდა და შენობა, სადაც სტატისტიკის გურიის სამმართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, განათლების მუშაკთა პროფკავშირები,  „გურიის მოამბის“ რედაქცია,  და სხვა დაწესებულებებია განთავსებული, დაწვას გადაურჩა. მიყენებულია გაკვეული მატერიალური ზარალი.

შემთხვევის ადგილას მოვიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები. 

მომხდაზე  დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია საქმე სსს კოდექსის 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ა- ქვეპუნქტით.

„ალიონის“ რედაქცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა კომენტარისაგან თავს იკავებს.

მსგავსი სტატიები

  • 61
    სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი შენობა დაიწვადღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.
  • 58
    „საუკეთესო ექიმი ხართ, მადლობა ჩემი ლაზარეს გადარჩენისთვის” - პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედის ემოციური პოსტი16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მოხდა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა. პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპ მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული…
  • 55
    სოფელ ძიმითში 73 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვესდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში 73 წლის მამაკაცი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. _ შემთხვევა დღეს მოხდა. 73 წლის ზ.მ-ს სახლიდან გასულს ეძებდნენ. იგი ხშირად დადიოდა ახლახან გარდაცვლილი დისშვილის საფლავზე. ამჯერად იგი დღის 2-3  საათისთვის საცხოვრებელი სახლიდან 3-4 კილომეტრის დაშორებით ძიმითი-აკეთის საზღვარზე, სტალნარის ღელის პირზე,  ხეზე ნახეს თოკით…
  • 53
    ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპარუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“)  განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. უწყების ცნობით: „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. უწყების ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა…
  • 49
    ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერული პროცესები გააქტიურდაონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. ამის შესახებ ინფორმაცის ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფ. უწერაში ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. სტიქიურ უბნებზე დღეს დილიდან იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე,…