როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა, თუმცა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის,ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.
უამრავი სპეკულაცია იყო, თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი, ამას მინდა ხაზი გავუსვა. იყო უბრალოდ ერთკვირიანი ისტერიკა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა, ერთადერთი პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე თავდაცვის მინისტრს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც ანგარიში გავუწიეთ. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია დამყარებულია იმაზე, რომ სამთავრობო გუნდის საქმიანობა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იყო, რა თქმა უნდა, თითოეული მინისტრის დამსახურება. არც ერთი მინისტრი არ იცვლება, ეს არის სპეკულაციების გაგრძელება. “, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ .
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 73გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 71პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…
- 69„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 66დასავლეთისგან ოპოზიციის მიმართ პარლამენტში შესვლის თაობაზე მედიაცია, როგორც ეს 2020-ში იყო, აღარ იქნება, შარლ მიშელიც საკმაოდ დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ამ არასრულფასოვანი, წარუმატებელი მედიაციის გამო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამის გამო და ამ რისკს თავის თავზე აღარავინ აიღებს , _ ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნინო…
- 66ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება. ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი…