დღეს, დილით ქ. ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალაქის მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.

ჯერ-ჯერობით  გამოძიებისათვის უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და იმავდროულად რედაქციის ფანჯარაში  პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს.

საბედნიეროს ხანძრის კერა არ გავრცელდა და შენობა, სადაც სტატისტიკის გურიის სამმართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, განათლების მუშაკთა პროფკავშირები,  „გურიის მოამბის“ რედაქცია,  და სხვა დაწესებულებებია განთავსებული, დაწვას გადაურჩა. მიყენებულია გაკვეული მატერიალური ზარალი.

შემთხვევის ადგილას მოვიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები. 

მომხდაზე  დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია საქმე სსს კოდექსის 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ა- ქვეპუნქტით.

„ალიონის“ რედაქცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა კომენტარისაგან თავს იკავებს.

მსგავსი სტატიები

  • 68
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 63
    ოზურგეთში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 61
    სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი შენობა დაიწვადღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.
  • 60
    სოფელ მთისპირში სახლი დაიმეწყრასოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
  • 59
    სოფელ მერიაში, „გარადოკში“ 80 წლის მამაკაცი დაიწვაოზურგეთის მუნიციპალიტეტში,  სოფელ მერიაში ე.წ „გარადოკის“ დასახლებაში ფინურ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს  80 წლამდე ასაკის მამაკაცი გ.ბ. ემსხვერპლა. როგორც გვეუბნებიან,  ადგილზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა ფინურს ხის სახლს  ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და შიგ მყოფი მოქალაქის გადარჩება ვერ  შეძლეს.