დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც სკოლაში სამართალდამცავები მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეტყობინება ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება.

„სამინისტროდან შეგვატყობინეს, რომ 112-ში შეტყობინება იყო. არ ვიცით კონკრეტულად რა. შენობაში სამართალდამცავები იმყოფებიან. სასწავლო პროცესი ქართულ სექტორში დასრულებული იყო, მიმდინარეობდა რუსული სექტორის სასწავლო პროცესი. განხორციელდა ევაკუაცია. სკოლის შენობაში არაფერი შეგვინიშნავს საგანგაშო“, – განაცხადეს დაბა ჩაქვის სკოლის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეტყობინება ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაშიც შევიდა.

მსგავსი სტატიები

  • 69
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 67
    ოზურგეთში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 66
    სოფელ მთისპირში სახლი დაიმეწყრასოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
  • 66
    ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს,  დილით მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
  • 65
    დარიალში საავტომობილო გზა დაიკეტაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. უწყება ამბობს, რომ გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოხდა ევაკუაცია, პრევენციის მიზნით კი საავტომობილო გზა დაიკეტა.