ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის
2024 წლის 26მარტს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელები დაბა ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ სტუმრობდნენ, სადაც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ია მამალაძემ ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „ვისი ხვედრია თავისუფლება“. ია მამალაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან 1991 წელს დააფუძნა გამოცემა „გურია ნიუსი“, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე ვრცელდება. ის იყო საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი; ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაპროექტებს; ასევე საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტებს. მიღებული აქვს რამდენიმე ჟურნალისტური ჯილდო. ხელმძღვანელობს მედიამონიტორინგის ცენტრს.
„ივლიტას ბიბლიოთეკა“ მედიასახლ „გურია ნიუსის“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივითა და ახალგაზრდების ენთუზიაზმით დაარსდა.ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა დაისარგებლონ ინტერნეტთან შეუზღუდავად წვდომის საშუალებით. სწორედ ამ სივრცეში გაეცნენ ჩხაკაურისა და მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ია მამალაძის მიერ მომზადებულ ლექციას სამშობლოს სიყვარულზე, პირველ რესპუბლიკაზე. განიხილეს 1918 -1921 წლების სამოქალაქო აქტივობების მაგალითები და იმსჯელეს თემაზე: რა ხდის ადამიანს საუკეთესო მოქალაქედ.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თაობის ახალგაზრდებთან შეხვედრა, რომლებმაც ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი არ იციან საქართველოს უახლესი წარსულიდან. ამ თაობას აღარ უწევს საბჭოთა პერიოდზე საუბარი. თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველებს გვაქვს გენეტიკური ცოდნა, თუ როგორ უნდა იქცეს ადამიანი მოქალაქედ. განვიხილეთ 1918-1921 წლის საქართველოს რესპუბლიკა. საქართველომ შექმნა სამაგალითო კონსტიტუცია და დამოუკიდებლობის აქტი. ბავშვებმა კარგად გაიაზრეს ეს ყველაფერი, იყო ჩართულობა მათი მხრიდან“ – განაცხადა „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ია მამალაძემ.
სემინარს „ვისი ხვედრია თავისუფლება“ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლის 30 უფროსკლასელი (8,9,10,11,12 კლასი) და მათი რამდენიმე პედაგოგი ესწრებოდა.
თაკო ჩავლეშვილი – მთისპირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ქრონიკა, რომელიც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო დღისთვის. ვფიქრობ მიღებული ცოდნა გამომადგება მომავალშიც“.
საბა ქათამაძე – ჩხაკაურას საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე
„დღევანდელი დღე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. საქართველოს ისტორიაზე ბევრი რამ გავიგე, რაც სიახლე იყო ჩემთვის. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობა 1921 წელს დავკარგეთ, თუმცა დღეს ჩვენი გზა ევროპისკენაა მიმართული და ბევრად გაძლიერებული დავბრუნდებით იქ“.
ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამა 2023 წელს დაიწყო და 2024 წელსაც გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო შეხვედრადა ღონისძიება იგეგმება მრჩეველთა საბჭოს წევრების მონაწილეობით.
დაფინანსებლი ფართი
მსგავსი სტატიები
- 842024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
- 82საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
- 79
- 772024 წლის 9 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ბახვი ჰესის ორგანიზებით უსაფრთხოების წესებისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა შეხვედრაზე უსაფრთხოების ძირითად ფორმებზედა ქცევის წესებზე ისაუბრა. ასევე, მან გააცნო ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია, თუ რა სახით ხდება უსაფრთხოების დაცვა ბახვის…
- 76ვიწყებთ 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნებას სასიამოვნო ინფორმაციით. ქართული ენა და ლიტერატურა: 58 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე 57 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე ხატია სალუქვაძე 56 ქულა- მერი თალაკვაძე ანა ნინიკაშვილი სოფო გორდელაძე ნათია ღლონტი 55 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე მარიამ კობახიძე 53 ქულა- ლიზი მახარაძე მარიამ ქართველიშვილი კოკო ჩხაიძე 52 ქულა- ანასტასია გობრონიძე…