დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის წინ საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დამაარსებლის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი აღნიშნეს.
ოზურგეთის ფოლკლორის ენტრის წინ შეიკრიბნენ კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, ანზორ ერქომაიშვილის თანასოფლელები, ფოლკლორის ცენტრის მოსწავლეები.
დიდი ხელოვანის და მასწავლებლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ოზურგეთის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა ერმალაოსმა გადაიხადა.
გურიის გუბერნატორის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილმა ყვავილების გვირგვინით შეამკო ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა.
ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს საგალობლები.
როგორც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ აღნიშნა, დღეს ფოლლორის ცენტრების აღზრდილები საგალობლებს შეასრულებდნენ ქუთაისის ბაგრატის და მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრებში.
მსგავსი სტატიები
- 72
ისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით…
- 71
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
- 70
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
- 70
ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების მკვლევარს, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ანზორ ერქომაიშვილს 84 წელი შეუსრულდებოდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან ლალი სეთურიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
- 69
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…