კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
12 – 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა.
🥇🥈ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი და 10 მედალი, მათ შორის 6 ოქრო და 4 ვერცხლი წამოიღეს.
ოქროს ქამარი
ლუკა ჩუბინიძე
ალექსანდრე დიმიტრიევ
🥇
პირველი ადგილი
ალექსანდრე დიმიტრიევი ( 58 კგ);
ლუკა ჩუბინიძე ( 50 კგ);
გიორგი კაჭახიძე ( 75 კგ);
ჯაბა ლომთაძე ( 20 კგ);
გიორგი მგელაძე ( 80 კგ);
დათო ღონღაძე ( 24 კგ).
🥈
II ადგილი
გიორგი გურგენაძე ( 35 კგ)
ანა მუკუტაძე ( 55კგ)
ია ყუფუნია ( 61 კგ)
ილია ვარდიაშვილი ( 70 კგ)
 მწვრთნელი დავით სარიშვილი
სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კიკბოქსინგის სექცია ( ურეკის ჯგუფი) მაისში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ჩოხატაურში გაიმართება.

მსგავსი სტატიები

  • 95
    10 მედალი ჩვენია!11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…
  • 94
    19 მედალი ჩვენია!19 - 20 აპრილს ბაღდადში ბ/რ ჭიდაობაში სპორტის ოსტატის თეიმურაზ ვაშაყმაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გსიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 19 მედალი, მათ შორის 5 ოქრო,6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო წამოიღეს. პირველ ადგილი დავით დოლიძე - 23 კგ…
  • 93
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 92
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…
  • 92
    ოქრო და ბრინჯაო მკლავჭიდელებისაგან!!!15 სექტემბერს ქ. ბათუმში, მკლავჭიდში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.  შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა და შინ ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო წამოიღეს.  I ადგილი ფირუზ მარკოიძე ( 55 კგ) მარჯვენა და მარცხენა მკლავი  III ადგილი…