დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები არ დასწრებიან. ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმაც დატოვეს.სხდომას არაერთი დეპუტატი აკლდა „ქართული ოცნებიდანაც“.
თავის გამოსვლაში, საკითხების განხილვამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ნაციონალი დეპუტატების არყოფნა დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილის მიერ გავრცელებულ არასწორ ბრალდებას დაუკავშირა, სადაც იგი მოქმედ მერს გმირთა მოედანზე ბანერის „მამული, ენა, სარწმუნოება“ ჩამოხსნას აბრალებდა. ღურჯუმელიძემ თათია ნიკოლაშვილს ტყუილის გამავრცელებელი უწოდა.
_საჯარო რეესტრის ამონაწერით, აღნიშნული ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა. ამიტომ ნიკოლაიშვილს ტყუილის გავრცელებისთვის საკრებულოზე ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევდა. ჩვენ ილია ჭავჭავაძის ეს ტრიადა შესაბამის ადგილას გავაკეთეთ _თქვა მან.
გიორგი ღურჯუმელიძემ 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრების შესახებაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება:
_ პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრებას, რუსთაველზე ერთ მუშტად შეკრული იდგა მშვიდობის მხარდასაჭერად ჩვენი ხალხი. ის ძლიერი მუხტი იყო დიდი სულისკვეთება, რაც მთელ ქვეყანაში ტრიალებდა. ეს ჩვენს ქვეყანას გაჰყვება სულ და მიიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც გვაქვს მიზნად დასახული.
ვინც ვერ შეძლო წამოსვლა და გულშემატკივრობდა, ის ადამიანები საბოლოოდ იტყვიან თავიანთ სათქმელს ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენ მოვალთ უმრავლესობით და აუცილებლად მოიპოვებს სიმშვიდეს ეს ქვეყანა, _ განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
სდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა და 14 საკითხი განიხილეს.
საკრებულომ ყველა განხილული საკითხის გარშემო მიიღო შესაბამისი განკარგულება.
მსგავსი სტატიები
- 53ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
- 52დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური იყო. სხდომის დაწყების წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. მათ ადგილზე თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს და სხდომაზე მიმავალ დეპუტატებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ. ოპოზიციის ამ პერფორმანსს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებულად გამოიკვეთა ფრაქცია…
- 51მოსახლეობა კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
- 50ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…