არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან.

ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა.

მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა.

ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ გონიოში დამარცხდა (1:0), ხოლო დღეს შინ წააგო ქედის „ბეთლემთან“ 1:2.

9 ტურის შემდეგ „ბახმარო“ (2 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება, ბ/შ 5:8) 8 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება ლანჩხუთის „გურიას“ (1 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება, ბ/შ 9:15) 6 ქულა აქვს და ბოლო მე-14 ადგილზე იმყოფება.

მე-10 ტურის მატჩები 9 მაისს გაიმართება. „გურია“ სტუმრად შეხვდება „ვარკეთილს.“, ხოლო „ბახმარო“ასევე სტუმრად_ „გარდაბანს.“

მე-4 ლიგაში დაწინაურებულმა „მერცხალმა“ დღეს თბილისში, გათამაშების ლიდერ „დიდუბესთან“ 2:5 დათმო შეხვედრა.

„მერცხალს“ 4 ტურის შემდეგ (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 8:11) 4 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება.

„მერცხალი“ მორიგ ტურში (8 მაისი) წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლებს.

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    „ბახმარომ“ ბოლო 2 ტურში 6 ქულა აიღოსაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მესამე ლიგა) ჩოხატაურის ბახმარომ ბოლო 2 ტურში 6 ქულა მოიპოვა. მე-20 ტურში შინ „ბორჯომი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო  დღეს,  შინ _„მაჭახელა“ 3:2, „ბახმაროს“ 21 ტურის შემდეგ (6 მოგება, 7 ფრე, 8 წაგება, ბ/შ 15:17) 25 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ლანჩხუთის „გურიამ“ კი 20 ტურში, გასვლით მატჩში…
  • 83
    რეგიონის გუნდებიდან „ბახმარომ“ გაიმარჯვასაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მესამე ლიგა), ჩოხატაურის „ბახმარომ გასვლით მატჩში „გარდაბანი“ დაამარცხა 2:1, ხოლო ლანჩხუთის „გურია“ერთ-ერთ აუტსაიდერთან „ვარკეთილთან“ 0:4 დამარცხდა. 10 ტურის შემდეგ „ბახმარო“ (3 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, ბ/შ 12-17) 11 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „გურია“ (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება) 6 ქულით ბოლო მე-16 ადგილზე. ოზურგეთის „მერცხალმა“…
  • 82
    „ბახმარომ“ და „გურიამ“ წააგესსაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის, 22-ე ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარო“ გასვლით მატჩში გათამაშების აუტსაიდერს „ზესტაფონს“ შეხვდა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 92-ე წუთზე მასპინძლება შეძლეს გოლის გატანა და 0:1 დაამარცხეს მეტოქე. ლანჩხუთის „გურია“ გარდაბანში, ადგილობრივ კლუბთან 0:3 დამარცხდა. 22 ტურის შემდეგ „ბახმაროს“( 6 მოგება, 7 ფრე, 9 წაგება,ბ/შ 15:18…
  • 80
    „არწივები“ _„ფოთი“ 43:18საქართველოს პირველობაზე რაგბიში I ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „არწივემა“ „ფოთს“ უმასპინძლეს და პრემიალური ქულით 43:18 დაამარცხეს. „არწივებს“ 4 ტურის შემდეგ ( 2 მოგება, 2 წაგება, გატ/გაშ 97:86) 12 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: „რუსთავი“-„გორი“14:28;„წიქარა“-„ჭიათურა“ 41:21; „დინოზავრი“-„ლოკომოტივი“ 48:22; „აკადემია“-„ვეფხვები“0:62. „არწივები“ მე-5 ტურში სტუმრად, პატარძეულის…
  • 79
    „არწივები“ „ლელო სარასენს“-თან დიდი ანგარიშით დამარცხდადღეს, ქ. თბილისში, ლელო არენაზე საქართველოს პირველობაზე რაგბიში დიდ 10-ში, ოზურგეთის „არწივები“ გათამაშების ლიდერს „ლელო სარასენს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 17:84 დამარცხდა. „ლელო სარასენს“ 58 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო  „არწივებს“ 15 ტურის შემდეგ (3 მოგება, 12 წაგება; გატ/გაშ. 421/601) 16 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.