საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართველ მხატვართა ჯგუფი იმყოფებოდა, რომელთა შორის ოზურგეთელი მხატვრებიც იყვნენ. ამის შესახებ გაზეთ „ალიონს“ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე ესაუბრა:
_1921-1924 წლებში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საქართველოდან გაგზავნილი იყვნენ ახალგაზრდა მხატვარები: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ვერა ფაღავა, შალვა ქიქოძე, დავით კაკაბაძე და სხვები, რომელთა ნამუშევრების გამოფენა პირველი შემთხვევა იყო ქართველი ხელოვანების წარმოჩენისა ევროპაში. ამ ჯგუფის საფრანგეთში მოღვაწეობამ, მათი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დიდად შეუწყო ხელი ქართული მხატვრობის განვითარებას. ისინი წარმატებული მხატვრები აღმოჩნდნენ, რომელთა შემოქმედება დღეს ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის.
აღნიშნული მოვლენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „მხატვართა სახლის“ თავმჯდომარის ია არსენიშვილის მიერ განხორციელდა საინტერესო პროექტი, რომ მოწყობილიყო ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის კვირეული პარიზში, რომელსაც მხარი დაუჭირეს თბილისის სამხატვრო აკადემიამ და საქართველოს მხატვართა კავშირმა.
ამ კარგ საქმეში დიდი გახლდათ საქართველოს საელჩოს ძალისხმევა საფრანგეთში და კოორდინატორების მზექალა ბერძენიშვილისა და საფრანგეთში მოღვაწე ტატა ვალმოს მეცადინეობით საფრანგეთში მიწვეული იქნა ქართველ მხატვართა 30-კაციანი ჯგუფი.
_ავთანდილ, უფრო კონკრეტულად,თქვენი ჯგუფი რა მისიით იყო მიწვეული საფრანგეთში?
_ ეს მიწვევა განხორციელდა მუზეუმებისა და გალერეების განვითარების, მათი ინტეგრაციის, გამოცდილებებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაზიარების მიზნით, სადაც მონაწილეობა მივიღეთ დაგეგმილ გამოფენებში. ჩვენი რეკომენდაციით, შემოქმედებითი ნიჭისა და ღირებულებების მიხედვით შეირჩა რამდენიმე მხატვარი: საფრანგეთში იმყოფებოდნენ გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის თავჯდომარე თამაზ დარჩია, მხატვარი ირაკლი თოიძე, ბათუმიდან ლუკა ბესელია და მე.
_ რომელ გალერეაში გაიმართა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენები და რა მნიშვნელობას ანიჭებთ მას?
_ ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა ლუვრის საგამოფენო დარბაზ „ლუვრ კარუსელუ“-ში, შემდეგ მეორე გამოფენა გაიმართა გალერეა BDMS-ში (Beaute du Matin Calme). გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, ასევე ყოფილი ელჩი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველები. ზოგადად საგამოფენო დარბაზები სავსე იყო ქართველი მხატვრობით დაინტერესებული კოლექციონერებით და სახვითი ხელოვნების მოყვარული საზოგადოებით. გაიყიდა რამდენიმე ნამუშევარი. სხვადასხვა გალერეების მესვეურები დაინტერესდნენ ქართული კულტურის ამ უნიკალური დარგის მიმართ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო პლენერები ქ. პარიზში. მთლიანობაში ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო ავტორებისთვის, როგორც პროფესიული ურთიერთობისთვის, ასევე ატარებს კულტურული პოლიტიკის ისტორიულ მომენტს, რაც ახალ სიმაღლეზე აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს კულტურის ამ დარგის მიმართ.იძლევა უშუალო შესაძლებლობებს ჩვენი ქალაქის სახვითი ხელოვნების ცენტრისათვის, რათა მან შეძლოს უკვე ევროპაში მოახდინოს თანამშრომლობა სხვადასხვა ცენტრებთან საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის და უნარების თვითრეალიზაცია.
გარდა ზემოთქმულისა, საფრანგეთში შექმნილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება ქ. თბილისში და გამოიცემა კატალოგი.
_წარმატებებს გისურვებთ!
ესაუბრა ნუგზარ ასათიანი
გაზეთი „ალიონი“, 30 აპრილი, 2024 წ.
მსგავსი სტატიები
- 799 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნო GURIAN ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეგრელიშვილის, სერგო გოგოლაძის, ოქსანა სტრატიჩუკის (უკრაინა) , ირინა ხარატიშვილის, ია არსენიშვილის, დოდო თაყაიშვილის, თამაზ, გია, საბა დარჩიების, დავით უღრელიძის, ლიკა კერვალიშვილის,…
- 76ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
- 76ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა, ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
- 76ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 74