საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.
კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 70
საქართველოს პროკურატურამ „ძლიერი საქართველოს“ წევრ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორ პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2…
- 66
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 64
ქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,…
- 61
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, 4000 ლარის ოდენობით, გირაო შეეფარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 4000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა. ასევე, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულს ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება აეკრძალა. შეგახსენებთ, რომ…
- 60