ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ. საზეიმო ღონისძიებები ხელოვნების სასახლეში კვარტეტ „უნისონის“ კონცერტით გაგრძელდა. დასასრულ გამოვლინდნენ საპატიო ჩოხატაურელები: ლევან უჯმაჯურიძე-მეღვინე, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დოქტორი. რევაზ თედორაძე-საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე, „ფაზისის“ აკადემიის ნამდვილი წევრი, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებას, სათავეში ედგა ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ზაალ სიხარულიძე-ფიზიკოსი, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, 1992-93 წლებში იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; პატრიარქის კურთხევით არის სიხარულიძეთა საგვარეულოს მედროშე, მინიჭებული აქვს რაინდის წოდება და ჯვარი. არის „საქართველოს ჩოხოსნების“ თავმჯდომარე, ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი. ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოს ვეტერანთა ფედერაციას ამიერკავკასიაში. დავით ჟღენტი- ქველმოქმედი, საგზაო სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „NEW ROAD-ის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზედიზედ ორჯერ იყო დასახელებული წლის საუკეთესო მეგზევედ. მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. კულტურის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები: ლეილა კოტრიკაძე, ვარდო თოდრია, დოდო მამალაძე, ნათელა მეგრელიშვილი. ჯანდაცვის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები: ლევან ბაიაჯანი, ცისანა გოგოლაძე, თეიმურაზ კოროშინაძე. სპორტის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები: გრიშა თოდრია, გია გიორგაძე. განათლების სფეროს დამსახურებული მოღვაწე შმაგრი ოსეფაიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა ესწრებოდნენ. #26მაისი #ესდღეჩვენია #ჩოხატაური
მსგავსი სტატიები
- 89ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 88ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 84სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
- 83ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
- 82„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…