მე ერთი რამ მინდა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის შინაარსის განხილვაში არ შევა.
„დღეს, რთული სიტუაციაა, რთული ვითარებაა. ქვეყანას სხვა, უამრავი გამოწვევა აქვს, როგორიც არის იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში როგორი ვითარებაა, ხედავთ მეგობრებო, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არც გაჩერდება დიდი ხანი. სხვათა შორის,ამას გარდა, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს და ვითარებას. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს.
რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ, ამ კანონის მიმართ, ეს ჩემი პირადი აზრია და ეს არ არის პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის, თუ აზიის.მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი! აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს არის ღალატი. ამაზე უნდა იყოს საუბარი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, რომ შეიძლება თუ არა „მეგობარი“ სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყო, ეს ხომ კატასტროფაა?! ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე. ინტერესი არსებობს ერთი, ეს არის ქართული ინტერესი, საქართველოს ინტერესი“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, პარტნიორებთან შესაძლო მოლაპარაკების გახსნაზე, რაზედაც პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობდა.
„არ ვიცი, დეტალებზე თავად ისაუბრა პრემიერმა. დაველოდოთ, ჩემი პასუხი იქნება, რომ დაველოდოთ, ჯერ კიდევ არის დრო, მესამე მოსმენით უნდა აიყოს მიღებული ეს კანონი. შემდეგ ვეტოს დაძლევამდე დრო არის კიდევ. მთავარი მინდა ვთქვა, ჩვენ დღეს გვჭირდება დამშვიდება, სიტუაციის სტაბილურობა, განვითარება გვინდა“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 79გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 72_ ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა ამაზე არ ფლობს ინფორმაციას. „სამი დღის წინ გამოვხატე სურვილი, რომ…
- 713 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
- 71„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 70„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გია ბენაშვილი და სხვები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს…