2024 წლის 9 ივლისს, „ბახვი ჰესმა“ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ოზურგეთელ 10 წლის ლაზარე ჩხარტიშვილს საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. ღონისძიება საჭადრაკო კლუბ „გურიაში“ გაიმართა და მას კომპანიის წარმომადგენლებსა და ლაზარეს ოჯახის წევრებთან ერთად გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

ლაზარე ჩხარტიშვილი ჭადრაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 8 წლის ასაკში გახდა, ხოლო 9 წლის ასაკში მან საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ის ჭადრაკში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც გაემგზავრება, რომელიც ჩეხეთსა და იტალიაში გაიმართება.

„ლაზარემ 5 წლის ასაკიდან დაიწყო ჭადრაკში მეცადინეობა, მისთვის საყვარელი სპორტია და პროფესიად აქცევს მას. მან მოიპოვა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურები. მაქსიმალურს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელოს.

ეს დღე მისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და გაორმაგებული ძალებით გააგრძელებს მუშაობას. მადლობა ბახვი ჰესს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საჩუქარი გადასცა მას. მადლობა კომპანიას. ეს ლაზარესთვის დიდი მოტივაცია იქნება“,_ განაცხადა ლაზარე ჩხარტიშვილის დედამ, თამარ ქათამაძემ.

„ბახვი ჰესის მიერ ხორციელდება საკმაოდ დიდი ინვესტიცია. საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითია მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის. დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურებაა. გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გვყავს საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, ლაზარე ჩხარტიშვილი 10 წლის ასაკის. ეს არის გურიისთვის პირველი პრეცენდენტი, რომ ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონი გვყავს. კომპანიამ გამოხატა ინიციატივა და ლაზარეს დღეს საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ბახვი ჰესს და წარმატებები ვუსურვო ლაზარეს“,_ განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.

           „დღევანდელი დღე ბახვი ჰესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. 10 წლის ლაზარეს, რომელიც ამ ასაკში ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა, საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადავეცით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ როგორც სკოლის, ასევე ჭადრაკთან დაკავშირებული დავალებების ხარისხიანად შესრულებისთვის მას სწორედ ეს ნივთი სჭირდებოდა. შესაბამისად, დღევანდელი დღე არა მარტო ლაზარესთვის, არამედ კომპანიისთვისაც დიდი მოტივაციაა, რადგან გვსურს მომავალი თაობის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. წარმატებებს ვუსურვებთ ლაზარეს დაგეგმილ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. დარწმუნებულები ვართ, ის ჩვენს ქვეყანას და გურულებს კიდევ ერთხელ ასახელებს“,_ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 65
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 63
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 62
    ირაკლი ტუღუშს და გიორგი კვარაცხელია მსოფლიო ქამარი გადაეცათ2023 წლის 21-25 დეკემბერს თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ჩატარდა მსოფლიო თასი ბუდოს საბრძოლო ხელოვნებაში. (კიკბოქსინგში, mma ში, კიოკუშინკაი კარატეში,გრეპლინგში ბრაზილიური ჯიუჯუცუ, კრივში, უშუ სანდაში, და ტაეკვონდოში). შეჯიბრი 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე და პლიუს 18 წლის და ვეტერანებშიც ჩატარდა...შეჯიბრს ორგანიზება გაუწია მსოფლიოს ბუდო კარატეს ფედერაციამ და საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა…
  • 61
    ბახვი ჰესი  - ნარჩენების მართვა პროექტის განხორციელების არეალშიბახვი ჰესის პროექტისფარგლებში, ნარჩენების მართვამშენებლობისა და ექსპლოატაციის ეტაპზე, გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. ბახვი ჰესის დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში,  მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ნარჩენების წარმოქმნა,  აქედან გამომდინარე ქართული კანონმდებლობის სრული დაცვითა და ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანიას შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ადგენს ჰესის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი…
  • 61
    „ნონას თასი _2024“-ის მეორე ეტაპის გამარჯვებული ჯურუყვეთის საჯარო სკოლაა27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…

არ გამოტოვოთ