დაახლოებით ერთი საათის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე კახა ასკურავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“  ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ.
„როგორც სოფ.სუფსიდან მატყობინებენ, ამავე სოფლის ცენტრში, სადაც მთავარი არხის ჟურნალისტი ლადო მენაბდე და მისი ოპერატორი იყვნენ ჩასულები გადაღებაზე,მოხდა თავდასხმა ორივეზე.თავად ლადო მენაბდე არის ნაცემი
ჩემი ინფორმაციით.მასთან დაკავშირებას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ“.
_ სოფელ სუფსის ცენტრში სატელევიზო სიუჟეტს ვიღებდით.მოქალაქეს ვწერდით.  გაჩერდა მსუბუქი ავტომანქანა, ჯერ გვაგინეს, შემდეგ  პირები უმუზეზოდ თავს დაგვესხნენ, დამიზიანეს კამერა, ხოლო ჟურნალისტს ვლადიმერ მენაბდეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია და გასაუბრება მიმდინარეობს.  _გვითხრა ოპერატორმა მანუჩარ მჟავანაძემ.

მსგავსი სტატიები