წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის.

განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და წელს იგი გზებისა და ხიდების კომპანიის საქართველოს ფილიალმა ჩაანაცვლა. მოსახლეობის ნაწილი ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ ამოღებას აპროტესტებს, ნაწილი კი დუმს.

საამიოდე თვის წინ გაზეთმა „ალიონმა“ გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად მოსახლეობის პროტესტის საფუძველზე მოინახულა სოფელ ციხისფერდში არსებული მდგომარეობა და გარემოს დაცვის სამსახური გამოიძახეს. შედგა შესაბამისი ოქმი და მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მოითხოვეს აქ არსებული ქვის სატეხი და ქვა-ღირღის მომპოვებელი კარიერის კანონიერება და ნებართვები. ასევე გამოთხოვილი იქნა ის ნებართვები, რომელიც გაიცა ადგილობრივი თვითმმართველობისა და წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ _ თუმცა მათი მიღება არ მოხერხდა.

გუშინ, 14 ივლისს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკომ“  მდინარე ნატანების აუზში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ისინი არ მივიდნენ.

ჩინური კომპანია ამჟამად არა მარტო ქვიშა-ღორღს იღებს, არამედ მიმდენარე  კლდეებსაც და სასაოფლო-სამეურნეო სავარგულებსაც ანადგურებენ.

_სამი წელია სხვადასხვა კომპანიები მთავრობის განკარგულებით ვანდალურად ტაციობენ მდინარე ნატანების ერთი და იმავე ლოკაციაზე. ამ უკონტროლო განუკითხაობას სავალალო შედეგი მოჰყვება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა საჯარო ინსტანცია ჩაკეტილია და არ ვფლობთ ინფორმაციას არცერთი კარიერის შესახებ. გუშინ გარემოს ზედამხედველობის ბრიგადაც არ მოვიდა, რომელიც გამოვიძახეთ.

ერთი გაკეთდეს მეორეს იავარქმნის ხარჯზე- ეს ქართული ხელწერაა. ასე საკუთარ საცხოვრისს არავინ მოექცევა, მხოლოდ მოგებაზე დახარბებულების გარდა _ განაცხადა „ეკომ“ ჟურნალისტებთან.

სურათზე: ასე ანადგურებს ჩინური კომპანია მდინარისპირა სოფლების სავარგულებს.

მსგავსი სტატიები

  • 90
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 87
    „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
  • 80
    რა ხდება აკეთში და რატომ იცვლის კალაპოტს პერიოდულად მდინარე სუფსადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…
  • 78
    ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…
  • 77
    „პარვუს ჯგუფი“_პასუხგაუცემელი კითხვებირამდენიმე დღის წინ  რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.…