ცნობილი ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი სვანეთში მწვერვალ შხელდადან დაშვებისას დაიღუპა.
არჩილ ბადრიაშვილი შხელდაზე ექსპედიციაში კიდევ სამ მთამსვლელთან ერთად იმყოფებოდა. 10 აგვისტოს, როდესაც მწვერვალიდან ქვემოთ ეშვებოდნენ, ამინდი გაუარესდა, არჩილთან ახლოს მეხი დაეცა, რის გამოც ის ქედიდან გადავარდა.
არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მას, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2022 წელს გადასცეს „ოქროს წერაყინი“. ქართველმა მთამსვლელებმა ჯილდო დაიმსახურეს 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობით, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა. მწვერვალი „სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთი“ (Saraghrar Northwest) პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. მწვერვალზე ასვლა 1970-80-იან წლებში სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. არჩილ ბადრიაშვილმა (გიორგი ტეფნაძესთან ერთად) 2019 წელს დალაშქრა პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი – ნანგა პარბატი, რომლის სიმაღლეც 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით არის გამორჩეული.
მსგავსი სტატიები
- 67
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 62
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 58
- 58
- 57
16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მოხდა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა. პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპ მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული…