თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე +125 ფინალურ ბრძოლაში დაამარცხა ირანელი ზარე 10:9 ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
პირველ პერიოდში, რომ იტყვიან შეჭამა მეტოქე. 12:1 უგებდა. ირანელებმა გააპროტესტეს და გენოს 2 ქულა ჩამოაკლეს. მეორე პერიოდში მეტოქე გააქტიურდა, თუმცა მაინც წააგო.
ეს გენო პეტრიაშვილის მესამე ოლიმპიური მედალია. რიოში _ბრინჯაო; ტოკიოში _ვერცხლი; პარიზში _ოქრო.
დღეს კი, ამავე წონაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილმა, რომელიც ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილთან დამარცხდა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში პოლონელი მოჭიდავე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
მსგავსი სტატიები
- 71
- 69ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 69
- 67ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 66