გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.
,,16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველომ ბევრი ვაჟკაცი დაკარგა, მათ შორის გურიის რეგიონიდან ამ უთანასწორო ომს 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა. დღეს, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ამ ვაჟკაცებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს. ქედს ვიხრი თითოეულის ხსოვნის წინაშე, მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას”, _ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია გურიის რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.
მსგავსი სტატიები
- 66როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
- 65გაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია,…
- 65ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
- 64აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება…
- 63საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას „ვაიმარის სამკუთხედის“ - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ. „ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების…