გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის მიმდინარეობა
ნიადაგის ნაყოფიერ ფენას ასევე, ჰუმუსოვან ფენას უწოდებენ. მისი მენეჯმენტი, არის პროცესი, რომლის დროს ხდება ნიადაგის ამ ფენის გარკვეულ ტერიტორიაზე დასაწყობება და განსაზღვრული წესების მიხედვით შენახვა. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც რეგულირდება კანონმდებლობით. ამ წესის დაცვის აუცილებლობას განაპირობებს ის, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა გაჯერებულია ორგანული ნივთიერებებით, მიკორორგანიზემებითა და საკვები ნივთიერებებით, რაც ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მცენარის ზრდასა და განვითარებაში. სწორედ ის უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებისა და წყლის მიწოდებას მცენარისთვის. აღსანიშნავია, რომ 1 სმ ნიადაგის ნაყოფიერი ანუ ჰუმუსოვანი ფენის წარმოქმნისთვის დაახლოებით 100-დან 1000 წლამდეა საჭირო, რაც სხვადასხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული
ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული (და არა მარტო) პროექტის განხორციელება ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას. თუმცა, როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობა, კერძოდ, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N424 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამეტი მკაცრად განსაზღვრავს მისი მოჭრისა და დასაწყობების წესებს.
კომპანია ბახვი ჰესის მიერ, მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოების პერიოდში, მიწის ზედაპირიდან მოხსნილი ნიადაგის ნაყოფიერი ფენა განთავსებულია სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. არაუმეტეს 2.5 მ-ის სიმაღლის კავალიერების სახით, რომლის დახრილობის კუთხეც 450-ს არ აღემატება. ამასთან, წვიმისა და ქარის შემთხვევაში დასაწყობებული ნაყოფიერი ფენის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ნიადაგი მცირედად კომპაქტირებულია.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, დასაწყობებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენა ძირითადად გამოყენებული იქნება პროექტის დროს გამოყენებული დროებითი ტერიტორიების პირვანდელი სახის დასაბრუნებლად.
ი
მსგავსი სტატიები
- 772024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 76შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
- 732023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…
- 70ოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ ჯერ ტყვიის და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…
- 70წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…