პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოზურგეთის ოფისი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ “კოალიცია ცვლილებას” 4- ნომრით უკვე აქვს ოზურგეთში შტაბი, უკეთესი მომავლისა და ევროპის მომტანი შტაბი, რომელიც თითოეულ ოზურგეთელს მოუტანს ბედნიერებასა და უკეთეს მომავალს.

„კოალიცია ცვლილებებს“ უკვე აქვს შტაბები, უკეთესი მომავლის მოპოვების შტაბი ოზურგეთში. ამ ხალხს სურს ამ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრება, სულ რომ ადგილზე წყვეტდნენ მათ ბედს.

ხელისუფლებამ ისე დააყენა საქმე, თითქოს ყველა ადამიანი მათი მოსამსახურეა, რეალურად კი პირიქითაა. საგარეო კურსის ცვლილება უკვე სახეზეა. 26 ოქტომბრამდე უნდა გასტანოს ივანიშვილის რეჟიმმა, 26-ში მივდივართ ყველა.

ჩვენი კოალიცია არის გამორჩეული კოალიციური პარტია, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კორუფციისგან, თავისუფალია გავლენებისგან.

გვჭირდება თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, რომელსაც აქვს უნარი სიტყვას დაადონ ფასი, ამის უნარი აქვს ჩვენს კოალიციას. ყველანი არჩევნებზე“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს გურიის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

წყარო: IPN.GE

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 77
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 77
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 76
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 73
    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…

არ გამოტოვოთ