საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები: საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2024 წლის 26 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე ბრიფინგზე მოაწერა ხელი.
„პირველ რიგში, მინდა, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერო განცხადებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს. ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის.
დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.
მსგავსი სტატიები
- 62_ ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა,,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ქ. ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპული ღირებულებები გამჯდარია ქართველი ხალხის გენში. მისი თქმით, ხელისუფლების…
- 61„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, თუმცა, მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი, _ ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო…
- 59საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე…
- 58ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR - ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც…
- 58საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…