ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით იგი საკუთარ სახლში დენის წყაროსთან მუშაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ექიმებს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
მსგავსი სტატიები
- 80
- 74გავცელებული ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში საშუალო ასაკის მამაკაცმა ს.ვ-მ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. იგი ქა. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ აიპში მუშაობდა. აღნიშნული მამაკაცი ჩამომხვრჩვალი რესტორან „ფიროსმანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მოხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.გვამი ექსპერტიზაზე ბათუმში წაიღეს.
- 7448 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვეს. სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ოჯახის წევრები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ.
- 73ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. აღნიშნული უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა. მისივე თქმით, მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. როგორც ადგილზე ჰყვებიან 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები…
- 73დღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.