ავტორი  გურია NEWS

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე,  სიტყვა ითხოვა  ჟურნალისტმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამომავალ გაზეთ „ალიონის“ რედაქტორმა, ნუგზარ ასათიანმა.

გურიაში კარგად  არის ცნობილი ამ გაზეთის თითქმის ასწლოვანი ისტორია, რომელიც არა მხოლოდ გაზეთი, არამედ  არის უტყუარი მემატიანე საუკუნის ამბებისა, რაც რეგიონში მომხდარა  თუ ხდება.

ნუგზარ ასათიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ალიონის“  რედაქცია წლების მანძილზე, უზუფრუქტის წესით იყო განთავსებული ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, გაბრიელ ეპისკოპოსის  ქუჩაზე მდებარე შენობაში.  (ყოფილი ქალაქის საბჭოს შენობა    კომუნისტების დროს). ბოლო წლის განმავლობაში კი, ხელისუფლების მხრიდან,  რედაქციის ხელმძღვანელობას შენობის დატოვებას თხოვენ.

_მე მაქვს სურვილი, დარჩენილი სიცოცხლე ამ გაზეთს მივუძღვნა და ის ოზურგეთს შევუნარჩუნო.  ადრე, როცა 2005 წელს, ოზურგეთს  სოფლის მეურნეობის სამმართველოს შენობაში იკავებდა ადგილს  ჩვენი რედაქცია, იქაც  200 კვ.მ. ფართს უზუფრუქტის წესით ვფლობდით. ცნობილი ხანძრის შემდეგ კი, ვართ იმ შენობაში, რომელზეც უკვე მოგახსენეთ და რომლის დატოვებასაც ახლა გვთხოვენ, _ თქვა მან.

ნუგზარ ასათიანმა გაიხსენა 2011 წელი, როცა ისინი შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს, სოლოლაკის სასახლეში და ისაუბრეს, რომ არსებული მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო და   ყველას უკეთესი პირობები ჰქონოდა, სამუშაოდ თუ საცხოვრებლად. აღნიშნა ისიც, რომ მდგომარეობა მართლაც სასიკეთოდ შეიცვალა და ბევრი რამ გაკეთდა. მათაც  უკეთესი მუშაობის პირობები მიეცათ. თუმცა დღეს უკვე შენობის ფართის დატოვებას გვთხოვენო.

_1918 წელს, როცა ოზურგეთში თურქები შემოვიდნენ და ყველაფერი გადაწვეს, ნაკლებად დარჩა აქ საუკუნოვანი შენობები. 30-40-იან წლებში  მაინც აშენდა ახალი შენობები, მნიშვნელოვანი თავისი არქიტექტურით და დღეს ესენი არ უნდა დაინგრეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც უნდა მიეცეს, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს წოდება იმიტომ კი არ უნდა მიეცეს, რომ იქ ჩვენი რედაქცია დროებით არის განთავსებული, არამედ იმიტომ, რომ იმსახურებსო.

მან ისაუბრა ასევე მუნიციპალიტეტში არსებულ უამრავ ა(ა )იპ ორგანიზაციაზე, რომელიც  ამ შენობაში თუ სხვაგან იყო განთავსებული. შემდეგ კი სხვა, თანამედროვე შენობებში გადაიყვანეს და ახლა მუნიციპალიტეტის მერია , მაგალითად  ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, წლიურად  36 ათას ლარს, ქირის სახით  უხდის.

_ასეთ დროს უნდა დაისვას  კითხვა, ქალაქში ძველი შენობები უნდა დაინგრეს? რატომ უნდა გააგდოთ ქუჩაში 93 წლის გაზეთი? – რიტორიკულად იკითხა მან, რაზეც პასუხი  იქვე არ მიუღია. ასათიანმა ასევე თქვა, რომ მას  აქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცას შენობის „დათრევა“ სურს და სწორედ  მავანი  იდგა იმ ფაქტის უკან, როცა რამდენიმე თვის წინ, რედაქციის  შენობაში „მოლოტოვის კოკტეილიები“ შეყარეს, თუმცა, საბედნიეროდ ხანძარს გადაურჩნენ.

_ღმერთმა დაგვიფარა. არქივის ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადავიტანე და არც პანიკა აგვიტეხია. უბრალოდ, ნორმალურ პასუხს ველოდებით, _თქვა ნუგზარ ასათიანმა.

საკრებულოს წევრებმა თუ თანამდებობის პირებმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ,  ასათიანს,    გამოსვლის შემდეგ, არანაირ პასუხი არ გასცეს, თუმცა ყურადღებით  კი მოუსმინეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, ნუგზარ ასათიანმა ჩვენთან განაცხადა, რომ ელოდება დახმარების აღმოჩენას, რაშიც კოლეგების თანადგომის იმედი აქვს.

გურია NEWS

12:42, 6.08.2024

 

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 75
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 72
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 70
    პრეზიდენტი - 3 კვირა გავიდა და არც ერთ მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს არჩევნები აღიარებული - ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა!3 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
  • 69
    ედუარდ კოკოითი - საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროსსაქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას. „თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მშვიდობისა…