თბილისში ტრანსგენდერი ქალი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
რსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
„ამბობენ, რომ სწორედ ეს „სთორი“ შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი“ , _ ამბობს წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: AMBEBI.GE
მსგავსი სტატიები
- 68
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარე გამოძიების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის…
- 63
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ…
- 62
- 62
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული,…
- 60
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი - 1987 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის…