_ ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია , _ ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მიმდინარე მოსმენაზე სენატორის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულ კითხვას.
ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლებს.
„მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს. ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. აბსოლუტურად მშვიდად, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააცნოს თავისი ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ცალკე თემაა რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს სათქმელი გარდა სიცრუისა.
რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, რომ ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, „თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი“. „მომავალ თვეში არჩევნებს დავაკვირდებით. თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი“, – მიმართა რიშმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, რომელიც სენატში თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებია“, მოხსენებით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოში შექმნილ „დრამატულ ვითარებაზე“. გიგაურის თქმით, „ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ!“.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 77გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 68„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 65ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
- 63ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
- 60პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოზურგეთის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ "კოალიცია ცვლილებას" 4- ნომრით უკვე აქვს ოზურგეთში შტაბი, უკეთესი მომავლისა და ევროპის მომტანი შტაბი, რომელიც თითოეულ ოზურგეთელს მოუტანს ბედნიერებასა და უკეთეს მომავალს. „კოალიცია ცვლილებებს“ უკვე აქვს შტაბები,…