კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
სიბიგამ აღნიშნა, რომ საუბარია ატომური სადგურების გადამანაწილებელ მოწყობილობებზე და გადაცემის ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ატომური ენერგეტიკის უსაფრთხოდ მუშაობისთვის.
„ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება. შესაბამისი ინფორმაციას უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გადასცეს პარტნიორებს. ასევე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო“, – წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ატომური სადგური (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური) დაიპყრო და ამით მსოფლიოს აშანტაჟებს.
მსგავსი სტატიები
- 68ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 64_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- 61ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი, 2025 წელი დადგა , _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. დედამიწაზე პირველმა ახალი, 2025 წელი კირიბატის რესპუბლიკამ თბილისის დროით 14:00-ზე იზეიმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ახალ წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეხვდა. ახალი, 2025 წელი ტონგასა და სამოაშიც დადგა. ავსტრალიის მოსახლეობამ ახალი წლის დადგომა…
- 61შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…
- 60აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, _ ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. „არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა.…