გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „პარვუს ბასრას“ მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების („ბასრა 1“, „ბასრა 2“, ,,ბასრა 3“ და ,,ბასრა 4“) ექსპლუატაციის (სიმძლავრეების გაზრდა), 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობის პროექტი.
 დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
➡️ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული – https://ei.gov.ge/…/612bcd60-8c63-41b8-ad0a-c8afff2b03ee
 დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
➡️ 2024 წლის 26 სექტემბერი, 15:00 საათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი,სოფ. შემოქმედის საჯარო სკოლის შენობა.
 საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

მსგავსი სტატიები

  • 65
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევებიგარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა. მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გომი), მდინარე  ბჟუჟის ხეობაში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ ოთხი ჰესის მშენებლობის შესახებ ისაუბრა. როგორც ირმა გორდელაძემ აღნიშნა, ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სოფელ გომში მოვხვდით ერთ-ერთ…
  • 63
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 63
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 62
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
  • 61
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში ოთხი ჰესის შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.26 სექტემბერს სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყო. გზშ ექსპერტმა ლევან ოზბეთელაშვილმა შპს „პარვუს ბასრას“ მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების („ბასრა 1“, „ბასრა 2“, ,,ბასრა 3“ და ,,ბასრა 4“) ექსპლუატაციის (სიმძლავრეების გაზრდა), 35 კვ…