ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლებს 2024 წელს 102 ოქროს მედალოსანი ჰყავს, რომელთაგან 14-მა 100%-იანი, ხოლო 11-მა 70%-იანი გრანტი მიიღეს. მათ ჯილდოთ 3000 და 1000 ლარი გადაეცათ. გრანტის მფლობელი მედალოსნები დამატებით 500 და 400 ლარს მიიღებენ. ასევე, 300 ლარი გადაეცათ მათ, ვინც სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვეს, თუმცა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. ტრადიციულად დაჯილდოვდნენ სკოლებიც, რომლებიც თითოეულ 100%-იანი გრანტის მფლობელ მოსწავლეზე 1500 ლარს მიიღებენ.
დაჯილდოების ცერემონიალს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 80ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო. ,,გამორჩეული და სასიხარულო დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.…
- 77ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში, ,,ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში დასრულდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ…
- 76გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სკოლის სრული რეაბილიტაცია სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მოეწყობა სასწავლო…
- 75გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩოხატაურის სამრევლო, N1, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიულოცა. _ ,,ყველა მოსწავლეს და პედაგოგს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! სასიხარულოა, რომ დაბა ურეკისა და…
- 75საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მოინახულა. სამსართულიან შენობაში მოეწყო: 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია,…