_ ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა ამაზე არ ფლობს ინფორმაციას.
„სამი დღის წინ გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი გიორგი გახარიასა და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები, ერთი მიზნის გამო, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროკავშირის გზაზე.
იცით, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი. 2-3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება, პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებოდით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. მოგვიანებით ვნახე გახარიას პარტიის განცხადება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, „ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე, მზად ვარ. არც ეგაა ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და ა.შ. მე პირადად შევძელი, ბადრიმაც… დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, კოალიციაშია ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან კოალიციაში პარტნიორები, მე მათ პატივს ვცემ.
მე რადგან აქ ვლაპარაკობ და მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით. საბოლოო ჯამში, ბევრი დოკუმენტი გამიფორმებია, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ეს მთავრდება, როგორც კი ხელი ეწერება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა. მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის მიუხედავად, ვის უფრო მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენს შორის, „ლელო“-სა და გახარიას პარტია შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით, მოლაპარაკებულია. ჩვენ სახელიც კი შევცვალეთ ეს აღარაა „ლელო“ არის „ძლიერი საქართველო“ და ის სამი სუბიექტიც, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებულები“,_ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია“, _ ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 81გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 73„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 72მე ერთი რამ მინდა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის…
- 69„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გია ბენაშვილი და სხვები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს…
- 66ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…