ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ალბანეთი 1:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა ისევ არ შეცვალა, თავიდან ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, გამწვავებაზე წასვლას ერიდებოდნენ, პირველი სახიფათო მომენტი „ჯვაროსნებმა“ შექმნეს, მაგრამ ფლანგიდან კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს კვარაცხელია ვერ მისწვდა. შემდეგ მიქაუტაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: შანსი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. მერე მისი დარტყმული ბურთი ისმაილიმ დაბლოკა, ხოლო კაკაბაძემ მიზანს ვერ უწია. 71-ე წუთზე კი ქოჩორაშვილმა შორიდან დალაშქრა სტრაკოშას კარი. სანიოლმა ჯერ კვარაცხელია დავითაშვილით შეცვალა, ხოლო შემდეგ მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა. 88-ე წუთზე ზურიკო მცველებს გაექცა და მისი დარტყმული ბურთი სტრაკოშამ მოიგერია. ცოტა ხანში მეკარემ გატანა ჩაკვეტაძეს არ დაანება და უკეთესმა გუნდმა მშვიდი, აკადემიური სტილით ისე გაიმარჯვა, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა.

ჩვენი გუნდი 6 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს პოზნანში პოლონეთთან გამართავს.

ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი – საქართველო 0:1
გოლი: ქოჩორაშვილი (71)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 90+3), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი 75), მიქაუტაძე (ზივზივაძე 86)

SPORTALL.GE

მსგავსი სტატიები

  • 64
    როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია. ანალიტიკურმა საიტებმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასეს: Whoscored: მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 6.7, კაშია 6.4, გველესიანი 6.4, დვალი 7.2, ლოჩოშვილი 7.2, ქოჩორაშვილი 7.6, კიტეიშვილი 7.3, ჩაკვეტაძე 8.5, კვარაცხელია 8.8, მიქაუტაძე 7.9, გოჩოლეიშვილი 6.2, ნონიკაშვილი 5.9, დავითაშვილი 6.2, ზივზივაძე 5.9, გოგლიჩიძე 6.0. Sofascore:…
  • 63
    გამარჯვებას იქ, ქვემოთ აღნიშნავენ, ანუ ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია2019 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა ცნობილი მთამსვლელი, ოზურგეთის, სოფელ ნატანების მკვიდრი თამაზ ბაქანიძე. იგი არა მარტო მთამსვლელი, უძლიერესი მეკლდეურიც იყო. მიხეილ ხერგიანთან ერთად ვარჯიშობდა კლდეზე ცოცვაში და იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც მიხეილ ხერგიანის თაოსნობით 1965 წელს პირველი ადგილი მოიპოვა იალტაში ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობაზე. მის ალპინისტურ მოღვაწეობაში მძიმე მოგონებებიც…
  • 62
    U21. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა!ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების…
  • 59
    ისტორიაში მეორედ - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!U21. ხარატიშვილის გმირობა - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას ორი მატჩის ჯამში სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა პენალტების გასვლაზე ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიოპოვა. პირველი შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში…
  • 59
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…