ლიბანში, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პორტატული პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
„ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში.
ადგილობრივი მედია ამტკიცებს, რომ საკომუნიკაციო მოწყობილობები, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ დაჰაკვის შედეგად აფეთქდა.
ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პეიჯერების აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 3 000-მდე დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბეირუთში ირანის ელჩიც არის.
„ჰეზბოლას“ მებრძოლების პეიჯერების აფეთქების გამო, ირანი ისრაელს მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებს.
„ირანი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტს, როგორც მასობრივი მკვლელობის მაგალითს, გმობს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა.
მსგავსი სტატიები
- 65ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ფირას აბიადმა განაცხადა, რომ ავიაიერიშების გამო ათასობით ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით,…
- 62ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. „რამათ დავიდის ბაზაზე საჰაერო ძალების პერსონალთან საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე: ვიწყებთ ახალ ფაზას ომში“, - აღნიშნა გალანტმა. მანამდე მან განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებდნენ. „სიმძიმის ცენტრი გადადის ჩრდილოეთისკენ ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით“, - აღნიშნა გალანტმა. ომის ახალ…
- 61_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- 58უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარების მიერ ქალაქ პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა. „ამჟამად არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ორი ბალისტიკური რაკეტით საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ნაწილობრივ დაინგრა კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის ცნობილია…
- 58შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…