ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დოლიძის თქმით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის ხმა იყოს დაცული.
„პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ ყოველსაათობრივად იბრძვის თითოეული მოქალაქის ხმისა დანების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 70საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 67საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…
- 66არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 66დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
- 6526 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…