„ეს არის ოპოზიციის, კერძოდ მათი ნაცური ნაწილის აქცია, სადაც წინ აიფარეს საერთაშორისო ორგანიზაციები, „ენჯეოები“, იმიტომ, რომ თვითონ რაღაცნაირად უტყდებათ, თქვან, რომ ეს არის პარტიული აქცია“, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციის მიერ დღეს დაორგანიზებულ აქციას.

ხვიჩიას თქმით, მათ ამ უაზრო აქციებით სურთ, საზოგადოებაში არსებული გულწრფელი პროტესტი უიმედობით შეცვალონ.

„ეს არის ოპოზიციის, კერძოდ მათი ნაცური ნაწილის აქცია, სადაც წინ აიფარეს საერთაშორისო ორგანიზაციები, „ენჯეოები“ და ა.შ. იმიტომ, რომ თვითონ რაღაცნაირად უტყდებათ, თქვან, რომ ეს არის პარტიული, პოლიტიკური აქცია. ასე უაზრო აქციებით სინამდვილეში, საბოლოო ჯამში, მათ უნდათ ის პროტესტი, რომელიც გულწრფელად არის ქართველ ხალხში, ნელ-ნელა შეცვალონ უიმედობით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სტატიები

  • 67
    პარლამენტის სასახლის ეზოში სამართალდამცავები შეიყვანესპარლამენტის სასახლის ეზოში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. ამ წუთის მდგომარეობით, სამართალდამცავები ორი ავტობუსითა და შს კუთვნილი სხვა ავტომობილებით მიიყვანეს. როგორც ცნობილია, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. წყარო: ipn.ge
  • 65
    საპროტესტო აქცია ოზურგეთშიდღეს, 18 საათზე, ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე ოზურგეთელმა აქტივისტებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. ისინი საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის „უცხოური გავლენის შესახებ“ აპროტესტებდნენ. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
  • 63
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 63
    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…
  • 63
    ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. „რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური…