დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით 20 ოქტომბერს ოზგურგეთის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ატარებდა.

ოზურგეთის მოსახლეობამ შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლა. საინფორმაციო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმებისა აქტიური ჩართულობით გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგ აქციები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა 40-დან 70 წლამდე ქალბატონებისათვის 2 წელიწადში ერთხელ. საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევებით 3 წელიწადში ერთხელ 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ, ხოლო მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე მამაკაცებსა და ქალბატონებს უფასო გამოკვლევების შესაძლებლობას აძლევს. კიბოს ადრეული გამოვლენა საგრძნობლად ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს. კიბოს ადრეული გამოვლენის ორ კომპონენტს წარმოადგენენ ადრეული დიაგნოსტირება და სკრინინგი. ადრეული დიაგნოსტირება ორიენტირებულია სიმპტომების მქონე პაციენტების რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე გამოვლენაზე. მაშინ როცა სკრინინგის ფოკუსს წარმოადგენს ზოგადი მოსახლეობის ტესტირება და ისეთი პირების იდენტიფიცირება, რომელთაც აქვთ სიმსივნე, მაგრამ ჯერ არ გამოვლენიათ სიმპტომები. სამიზნე პოპულაციებში სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის.

მსგავსი სტატიები

  • 74
    სასწრაფო დახმარების ბრიგადები გურიაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო რეჟიმში,ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას,“ - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის უფროსის მოადგილემ განაცხადა. ამირან გოგიტიძის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სამედიცინო მომსახურების…
  • 56
    ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიების და ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
  • 56
    ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშიაქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მეტრი სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც ეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველობილიკები. იცვლება გარეგანათება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება წყალარინების სისტემას, ქუჩის ელექტრომომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელებს. კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს…
  • 56
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს და მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს გააცნეს.
  • 56
    ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მონოსპექტაკლი „ილია - თანამდევი სული“ გაიმართაოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მონოსპექტაკლი „ილია - თანამდევი სული“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.