დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში 157-ე თეატრალური სეზონი, სპექტაკლ „კუკარაჩას“ პრემიერით გაიხსნა.
სპექტაკლი „კუკარაჩა“ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი, სადაც შეტანილია ფრაგმენტები რომანიდან „მარადისობის კანონი.“
რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძეა.
მხატვარია _ლომგულ მურუსიძე; ინსცენირება- ნინია სადღობელაშვილი; კოსტუმების მხატვარი- ქეთი ციციშვილი; მუსიკალური გაფორმება _ კოტე მალანია; სასცენო მოძრაობა – გია მარღანია, მარიკა ქვეითაია; რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ჩავლეშვილი.
მაღალზნეობრივი იდეალებითა და ჰუმანიზმით სავსე ნოდარ დუმბაძის უკვდავი პერსონაჟები, სპექტაკლი, რომელიც პიროვნული არსის, ბედისწერის, სიკვდილისა და სიცოცხლის რაობის შესახებ მოგვითხრობს.


სხვა როლებში: მურტალო _ლევან საღინაძე; ანიკო _ თამარ მდინარაძე; მარგო _ბელა კიკვაძე; დავითი _ზაზა ჯინჭარაძე; გაბო _ირაკლი ვადაჭკორია; ანჟელა _შორენა გვეტაძე; მოსე _გიორგი ჩავლეშვილი; რებეკა _ თეა კეჭაყმაძე; მართა_ მარიკა ასათიანი; ალი _გენადი ნიკოლაშვილი; მოსამართლე _დავით კვერღელიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლში მონაწილეობენ სტუდიელები: თამაზი _მამუკა ღლონტი; ვიოლინო _ლილე ღლონტი; ისხააკი _გიორგი მჟავია; იბრაჰიმა_ლუკა ჯულაყიძე; ჭორიკნები _მარი ხანთაძე, ქრისტინე დოლიძე; გიორგი მარგველანი, ვახო ტიკარაძე, ნინი მეგრელაძე, ნიაკო კიკვაძე.
სპექტაკლის შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს და სხვა სტუმრებს.
მსგავსი სტატიები
- 62
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლის, ,,მებადური და ოქროს თევზი“ პრემიერა შედგა. ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოები მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებით - ,, ხარბი და ბოროტი ვერაფერს მოიგებს, ყველაფერს დაკარგავს, ცხოვრებას მოილევს, ბოლოს კი ინანებს". ალექსანდრე პუშკინისა და ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი…
- 61
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ სტუდენტს დამინიშნეს პ.ი. ჩაიკოვსკის სტეპენდია! საკმაოდ დიდი თანხა,…
- 61
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ…
- 59
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში, პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
- 58
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…