დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლის დარბაზში ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიამ  ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი #05, 06, 07, 38-ე და მე-11 საარჩევნო უბნების ბიულეტენები გადაითვალეს.ასევე გადაითვალეს #3 საარჩევნო უბნის ბიულეტენებიც.

_საარჩევნო კანონის შესაბამისად მიმდინარეობს ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილ უბნებში საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის პროცესი. აქედან წვაერმაღალას #11 და ორმეთის #38-ე უბნებზე ხმის მიცემა ტრადიციული მეთოდით განხორციელდა. დამატებით კიდევ ქ. ოზურგეთის #03 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები გადაითვლება, რომელშიც მთვლელები არიან: საოლქოს 2 წევრი, 9~(ერთი ცესკოს მიერ დანიშნული, ერთი პარტიიდან), ასევე კონკრეტული უბნის 2 წევრი (ერთი პარტიიდან). აღნიშნულ პროცესს კონკრეტული უბნის კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს _გვითხრა ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ.

_საპარლამენტო არჩევნები ფარულობის პრინციპის დარღვევით გაიმართა. ყველა კონვერტს ეტყობოდა ვინ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა. ქვეყნის მასშტაბით არაერთი დარღვევის მოწმე ვართ. არ ვამბობ, რომ ოზურგეთში  ყველა უბანზე დარღვევებით წარიმართა არჩევნები. მაგალითად, კარგად ჩატარდა არჩევნების ოზურგეთის #03 და შემოქმედის საარჩევნო უბნებში. _გვითხრა „ოპოზიცია ცვლილებებისათვის“ წარმომადგენელმა ნინო კილაძემ.

გადათვლის პროცესს ცდომილება არ გამოუვლენია.

 

_

 

 

 

მსგავსი სტატიები