დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში 157-ე თეატრალური სეზონი, სპექტაკლ „კუკარაჩას“  პრემიერით გაიხსნა. 
სპექტაკლი „კუკარაჩა“ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი, სადაც შეტანილია ფრაგმენტები რომანიდან „მარადისობის კანონი.“
რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძეა.

მხატვარია _ლომგულ მურუსიძე; ინსცენირება- ნინია სადღობელაშვილი; კოსტუმების მხატვარი- ქეთი ციციშვილი; მუსიკალური გაფორმება _ კოტე მალანია; სასცენო მოძრაობა – გია მარღანია, მარიკა ქვეითაია; რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ჩავლეშვილი.

მაღალზნეობრივი იდეალებითა და ჰუმანიზმით სავსე ნოდარ დუმბაძის უკვდავი პერსონაჟები, სპექტაკლი, რომელიც პიროვნული არსის, ბედისწერის, სიკვდილისა და სიცოცხლის რაობის შესახებ მოგვითხრობს.
სპექტაკლში მთავარ როლებს (კუკარაჩა, ინგა) გიორგი დოლიძე და თამარ ჭანუყვაძე ასრულებენ.
სხვა როლებში: მურტალო _ლევან საღინაძე; ანიკო _ თამარ მდინარაძე; მარგო _ბელა კიკვაძე; დავითი _ზაზა ჯინჭარაძე; გაბო _ირაკლი ვადაჭკორია; ანჟელა _შორენა გვეტაძე; მოსე _გიორგი ჩავლეშვილი; რებეკა _ თეა კეჭაყმაძე; მართა_ მარიკა ასათიანი; ალი _გენადი ნიკოლაშვილი; მოსამართლე _დავით კვერღელიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლში მონაწილეობენ სტუდიელები: თამაზი _მამუკა ღლონტი; ვიოლინო _ლილე ღლონტი; ისხააკი _გიორგი მჟავია; იბრაჰიმა_ლუკა ჯულაყიძე; ჭორიკნები _მარი ხანთაძე, ქრისტინე დოლიძე; გიორგი მარგველანი, ვახო ტიკარაძე, ნინი მეგრელაძე, ნიაკო კიკვაძე.
სპექტაკლის შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს და სხვა სტუმრებს.

მსგავსი სტატიები

  • 64
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 64
    „მომწყურდი საოცარი ძალით“    ავტორი გია ბეშიტაიშვილი                                                                                         წერილი მეცხრე-მეათე…
  • 62
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                                                              წერილი მეშვიდე-მერვე ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1971 წლის ოქტომბერში კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთხელ შეახსენა ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს ჩემთვის, როგორც წარჩინებულ…
  • 62
    „მებადური და ოქროს თევზი“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლის, ,,მებადური და ოქროს თევზი“ პრემიერა შედგა. ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოები მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებით - ,, ხარბი და ბოროტი ვერაფერს მოიგებს, ყველაფერს დაკარგავს, ცხოვრებას მოილევს, ბოლოს კი ინანებს". ალექსანდრე პუშკინისა და ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი…
  • 62
    „მომწყურდი საოცარი ძალით“გია ბეშიტაიშვილი წერილი მეცხრამეტე-მეოცე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში, ელჩის კაბინეტის კარებთან ახლოს,მე და ჩემი ძმა ვიჯექით სავარჯლებში და ველოდით როდის დაგვიძახებდნენ, რომ გადმოეცად ჩვენთვის საპატიო სიგელები რუსეთში საქართველოს კულტურის დღეებში აქტიური მონაწილეობისთვის. კაბინეტიდან გამოვიდა ელჩის მოადგილე ამირან როგავა, ჩვენ ხელით გვანიშნა «იჯექითო» და სწრაფად გაემართა შემოსასვლელი კარებისკენ. სწორედ ამ დროს კარებში…