პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართულო ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებას, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებში რაიმე შედეგის მისაღებად, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის.
„თქვენ ნახეთ, როგორ ახდა სიტყვასიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ჩვენი პატივცემული აგენტურული ოპოზიცია კი არ ემზადებოდა 26 ოქტომბრისა და არჩევნებში რაიმე შედეგის დადებისათვის, ისინი ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისათვის. დღეს 27 ოქტომბერია უკვე და აქედან გამომდინარე მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს. ისინი, პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც კომპლექსური სქემა, უნდა ვაღიარო, დიახ, ჩვენ გვქონდა კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი ხალხის სიყვარული და დემოკრატია. ამის სქემის მიხედვით იგებს ეროვნული ხელისუფლება, საკუთარი სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციური სუბიქტებიდან არჩევნების შედეგების არ აღიარების შესახებ განცხადებები გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 6826 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 66დავასრულეთ საარჩევნო კამპანია გურიაში. შევხვდით ყველა თაობის ადამიანს და გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც მოსახლეობას გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი გურიას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.…
- 66საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…
- 65_ ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა,,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ქ. ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპული ღირებულებები გამჯდარია ქართველი ხალხის გენში. მისი თქმით, ხელისუფლების…
- 64პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს…