ინტერვიუ ლაშა ვაშალომიძესთან

მთისპირელი ლაშა ვაშალომიძე, რომელიც 22 წლისაა უკვე, იპყრობს სხვადასხვა ქვეყნის რინგს. მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია MMA ორთაბრძოლაში, რომელიც პოლონეთში გაიმართა და სადაც ის, ბახვი ჰესის მხარდაჭერით გაემგზავრა. საბედნიეროდ, ამ ტურინირზე მან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.  ლაშა კიდევ მეტი მწვერვალის დაპყრობას გეგმავს.

ლაშა, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ მოხვედით აქამდე?

  • აქტიური ცხოვრების წესით ვარ დაკავებული ბავშვობიდან. 10 წლის განმავლობაში ვცეკვავდი. მოგვიანებით, გამიჩნდა ინტერესი ვარჯიშის მიმართ. თავიდან არ ვიცოდი რას ნიშნავდა შერეული საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ რასაც ვხედავდი, იყვნენ მოტივირებული, მშრომელი ადამიანები, რომლებიც დაუღალავად ვარჯიშობდნენ დარბაზში. სწორედ ამან მომცა სტიმული. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ვეუფლები საბრძოლო ტექნიკას. ჩემი მიზანია მოვხვდე მსოფლიო ჩემპიონატზე და გავიმარჯვო. როგორც იცით, ვიბრძოლე MMA ტურნირზე პოლონეთში, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურნირად დასახელდა. 760 მებრძოლი იღებდა მონაწილეობას. ჩემთვის საამაყო იყო საქართველოს წარმოჩენა აღნიშნულ ტურნირზე. ამან დამატებითი მოტივაცია მომცა, მივაღწიე გამარჯვებას. უნდა გავაგრძელო წინსვლა, ვასახელო ჩემი ქვეყანა.

ბახვი ჰესი იყო თქვენი მხარდამჭერი. როგორ შეაფასებთ ამ კომპანიის საქმიანობას თქვენს სოფელში?

  • დღესდღეობით მიგრაციის პრობლემაა რეგიონში. ახალგაზრდები სხვა ქვეყნებში მიდიან სამუშაოდ. მსგავსი პროექტები კი ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას, აღარ წავლენ სოფლიდან, ოჯახებიც უფრო გაძლიერდება. ასევე, ბევრ სოციალურ პროექტს ახორციელებს ბახვი ჰესი ჩემს სოფელში. ჩემი დახმარებაც ამ კომპანიის კეთილი ნება იყო. ენერგეტიკული პროექტების განვითარება უმნიშვნელოვანესია სოფლისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ რეგიონში, ხელს უწყობენ ქვეყნის განვითარებას.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 48
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 45
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 45
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
  • 44
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა  2024 წლის 21 მარტს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა.  საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკს სტუმრობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს. ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო სამშენებლო…
  • 44
    გამარჯვებას იქ, ქვემოთ აღნიშნავენ, ანუ ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია2019 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა ცნობილი მთამსვლელი, ოზურგეთის, სოფელ ნატანების მკვიდრი თამაზ ბაქანიძე. იგი არა მარტო მთამსვლელი, უძლიერესი მეკლდეურიც იყო. მიხეილ ხერგიანთან ერთად ვარჯიშობდა კლდეზე ცოცვაში და იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც მიხეილ ხერგიანის თაოსნობით 1965 წელს პირველი ადგილი მოიპოვა იალტაში ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობაზე. მის ალპინისტურ მოღვაწეობაში მძიმე მოგონებებიც…