XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით – ერთხმად დაამტკიცა.

პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვრცელი სიტყვით გამოვიდა და პარლამენტის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ „პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული საქართველოს ინტერესების შესაბამისად“.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გია ვოლსკი აირჩიეს. მოადგილეებად _ თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.

 

მსგავსი სტატიები